ამჟამად უეფას რეიტინგში იტალიას მეოთხე ადგილი უკავია და ლიდერ ესპანეთს 20 ქულით ჩამორჩება.
"იტალიური ფეხბურთი წამყვან პირველობებს 10-20 წლით ჩამორჩება.
იტალიას უკვე უსწრებენ ინგლისი, ესპანეთი და გერმანია. ცოტა ხანში საფრანგეთის ჩემპიონატიც გაგვისწრებს.
დახედეთ ჩვენს სტადიონებს და მატჩების დაწყების დროს. იანვარში საღამოს 21:00 საათზე ვთამაშობთ. ჩვენი ფეხბურთის ჩამორჩენაზე ბოღმის გამო კი არ ვამბობ, მეც ხომ მისი ნაწილი ვარ.
მაგრამ თუ "რომას" დატოვებას გადავწყვეტ, იტალიურ კლუბში არ გადავალ", - თქვა
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია მადრიდის "რეალი", პსჟ, ლონდონის "ჩელსი" და "ფიორენტინა".
თავად დე როსიმ კი განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ დეტალურად იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ ისაუბრებს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით