ეს არც არის გასაკვირი, რადგან "მილანს" მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის. თანაც, ლომბარდიულ გრანდს იოლი გასეირნება სულაც არ ელის, რადგან მეტოქედ ჰოლანდიური პსვ ჰყავს.
მოკლედ, ბალოტელის ამბავი ბევრს ადარდებს და 16 აგვისტოს ადრიანო გალიანიმ ტიფოზების დამშვიდება გადაწყვიტა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ მარიო ბალოტელი პსვ-სთან პირველივე შეხვედრაში ითამაშებს.
მისი ამბავი დეტალურად მოვიკითხე და მითხრეს, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს.
ამის შესახებ
მან კეისუკე ჰონდას სატრანსფერო საგაზეც გააკეთა კომენტარი:
"ეს ისტორია მართლაც გაიწელა, მაგრამ არა ჩვენი მიზეზით. მზად ვართ ჰონდას სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადავიხადოთ, რუსები კი 5 მილიონს ითხოვენ.
ნახევარ წელიწადში კეისუკე თავისუფალი აგენტი ხდება და უფასოდ შემოგვიერთდება, შესაბამისად, მიზანშეუწონელია ტრანსფერის დაჩქარებაში 5 მილიონი გადავიხადოთ. შესაძლოა, ამის გამო ჰონდა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაგვეხმაროს, მაგრამ 5 მილიონს მაინც არ გადავიხდით.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ყველაფერი ცსკა-ზეა დამოკიდებული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"