დავიდ პისარო მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
ცუდი ამბავი გვაქვს "ფიორენტინას" გულშემატკივრებისთვის - ჩილეს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას დავიდ პისარომ ტრავმა მიიღო და ექიმთა პირველადი დასკვნით, თვეების გამოტოვება მოუწევს.

33 წლის ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესი დაიზიანა და თუ რა დრო სჭირდება ამ ტრავმის მოშუშებას, საყოველთაოდ ცნობილია.

"ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი, რომ მძიმე ტრავმა მივიღე. იმედია, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით გაივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები.

ჩემი მიზანი "ფიორენტინას" დახმარება და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაა. მჯერა, რომ ეს ამოცანები ჯერ კიდევ დღის წესრიგშია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მიდგას,
რადგან უკვე ორი დღეა, ჩემს ტელეფონზე ზარი არ წყდება",
- განაცხადა პისარომ.

ამრიგად, "ფიორენტინას" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გამოაკლდა, რაც გუნდის თამაშს აუცილებლად დაეტყობა.

ამიტომ არ არის გამორიცხული, ფლორენციელები სატრანსფერო ბაზარზე ისევ გააქტიურდნენ და ერთი მაღალი კლასის შუახაზელი გადაიბირონ. მართალია, ამ რგოლში გუნდი ისედაც კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული