21 წლის ალჟირელი ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონი "ბოლონიაში" თამაშობდა, 51 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. მილანელები ტაიდერის სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს გადაიხდიან და "ბოლონიაში" ახალგაზრდა ურუგვაელ შემტევ დიეგო ლაკსალტს გაუშვებენ.
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ტაიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ალჟირელის თამაშით დიდი ხანია მოხიბლულია.
თურმე, გასულ ზაფხულს მისი "ნაპოლიში" წაყვანა სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ბოლონიაში" დარჩენა და სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული
როგორც ჩანს, ერთი წლის თავზე ტაიდერს საკუთარი თავის რწმენა გაუმყარდა და დარწმუნებულია, რომ "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"