"ნაპოლი" 22 წლის კოლუმბიელი ფორვარდით გაძლიერდა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან 22 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი დიუვან საპატა "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს.

ბოლო კვირა საპატასთვის მეტად მშფოთვარე გამოდგა - ჯერ ინგლისურ "ქუინს პარკ რეინჯერს" შეუთანხმდა, თუმცა ინგლისში შრომის ვიზა ვერ მიიღო და ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ სიტყვიერ შეთანხმებას "სასუოლოსთან" მიაღწია და ზედ კონტრაქტზე ხელმოწერის წინ, ნეაპოლელთა დაინტერესების შესახებ შეიტყო - შედეგად, დიუვანმა "სასუოლოსთან" მოლაპარაკება შეწყვიტა და "ნაპოლის" შეუთანხმდა.

ამ მოლაპარაკებებში თვითონ საპატა და მისი კლუბი, არგენტინული "ესტუდიანტესი" იყვნენ ჩართულნი.

ტრანსფერის ღირებულება 5 მილიონი ევროა, ფეხბურთელი
კი ახალ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ვთქვათ ისიც, რომ "ესტუდიანტესში" საპატას 41 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლი გატანილი. დიუვანს ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც, რამაც როგორც ჩანს, ნეაპოლელთა თავკაცი, რაფაელ ბენიტესი მოხიბლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული