მით უმეტეს, 2013-2014 წლების სეზონი ბევრ ინტრიგას და დაძაბულ ბატალიას გვპირდება - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ იტალიის მორიგი ჩემპიონატი წინამორბედებზე არაპროგნოზირებადია და შესაბამისად, დამაინტრიგებელი...
მართალია, "იუვენტუსის" სახით, ჩემპიონატს ფავორიტი ჰყავს, მაგრამ ზოგადად მაღალი ადგილებისთვის, ერთბაშად რვა-ცხრა გუნდი მაინც იბრძოლებს. "იუვენტუსი", "ნაპოლი", "მილანი", "ფიორენტინა", "ლაციო", "რომა", "ინტერი" და თუნდაც "უდინეზე", რომელიც ბოლო წლებში ბევრ გრანდს სჯობნის და მუდმივად
გახსნის დღე
იტალიის მორიგი ჩემპიონატი 24 აგვისტოს დაგეგმილი ორი საინტერესო მატჩით გაიხსნება: "მილანი" "ვერონას" ესტუმრება, "იუვენტუსი" კი "სამპდორიას".
გრანდთა მთავარი მწვრთნელები დაახლოებით ერთნაირი შინაარსის განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. დანაკლისი "მილანსაც" აქვს და "იუვენტუსსაც", თუმცა უფრო რთულ მდგომარეობაში ლომბარდიელთა მესაჭეა.
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, "მილანი" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი სტეფან ელ შაარავი, მბაიე ნიანგი და მარიო ბალოტელი გაირჯებიან. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ნახევარდაცვას რიკარდო მონტოლივო, ანდრეა პოლი და ანტონიო ნოჩერინო გაამაგრებენ, ანუ ნაიჯელ დე იონგი თადარიგში დარჩება.
რეზერვში მოიაზრება კევინ პრინს ბოატენგიც, რომელიც ამხანაგურ შეხვედრებში სუსტად გამოიყურებოდა.
რაც შეეხება "იუვენტუსს", გუნდი ტრადიციული 3-5-2 სქემით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩსა და კარლოს ტევესს ვიხილავთ. ამერიკული ტურნეს ბოლო პაექრობებში ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, ანტონიო კონტე აქცენტს სწორედ ვუჩინიჩი-ტევესის ტანდემზე აკეთებს და ეს უკანასკნელნიც ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.
ტრავმირებულ კლაუდიო მარკიზიოს შუა ხაზში პოლ პოგბა შეცვლის, სხვა მხრივ კი ყველაფერი ისეა, როგორც გასულ სეზონში: კარში ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვაში ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯი კიელინი და ანდრეა ბარცალი, ნახევარდაცვაში კი შტეფან ლიხტშტაინერი, არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო და კვადვო ასამოა. ვნახოთ, როგორ სტარტს აიღებენ "მილანი" და "იუვენტუსი".
სხვები...
კვირის მატჩებიდან "ლაციო"-"უდინეზეს" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ, რადგან ეს ორივე გუნდი მაღალ ადგილებს უმიზნებს. ორივე გუნდი ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს და ორივეგან ეს ფუნქცია "ბებერ მგლებს" აკისრიათ - რომაელებს მიროსლავ კლოზე ჰყავთ სრულ მზადყოფნაში, უდინელებს კი ანტონიო დი ნატალე.
"ინტერი" "ჯენოას" მიიღებს და შეეცდება დაგვანახვოს, რომ ვალტერ მაცარის გუნდის წინასწარ ჩამოწერა უმადური საქმეა. ისე, უჩვეულო კია, როდესაც "ნერაძურის" სავარაუდო შემადგენლობას გადახედავ და იქ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი რაა, იმასაც ვერ აღმოაჩენ - იკარდი, ნაგატომო, კოვაჩიჩი, ჯონათანი, ჟუან ჟესუსი და ა.შ.
მოკლედ, "ინტერის" შემადგენლობა დიდი ვერაფერი, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ მხოლოდ გვარებით მსჯელობა არ შეიძლება - მაცარის ძალუძს საშუალო კლასის ფეხბურთელებისგან ძლიერი გუნდის შექმნა და ეს აქამდეც გაუკეთებია.
"რომა" "ლივორნოს" ესტუმრება და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, 4-3-3 ტაქტიკით შეეტოქება - ერთ-ერთი შემტევი ალესანდრო ფლორენცია, რომელიც ახალმა მწვრთნელმა წასწია წინ...
საერთოდ, რუდი გარსია ექსპერიმენტებს არ ერიდება და საინტერესოა, რა გამოვა ამ საქმისგან. ფლორენცისთან ერთად, შემტევ ტრიოს ფრანჩესკო ტოტი და ერიკ ლამელა შეადგენენ.
ყურადღების ცენტრშია "ნაპოლი", რომელიც "ბოლონიას" უმასპინძლებს. რაფა ბენიტესი 4-2-3-1 სქემას ანიჭებს უპირატესობას, ის ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი გონსალო იგუაინი უნდა იყოს.
რადგან ლორენცო ინსინიეს ტრავმა აქვს, გორან პანდევთან და მარეკ ჰამშიკთან ერთად, სიღრმიდან ხოსე კალეხონი შეუტევს. საყრდენად ვალონ ბერამის და ბლერიმ ჯემაილის ვიხილავთ, დაცვაში კი კრისტიან მაჯო, პაოლო კანავარო და რაულ ალბიოლი გაირჯებიან. კარში პეპე რეინა უნდა იდგეს - ეს ყველაფერი უკვე საინტერესოა და ვნახოთ, რა მოხდება "სტადიო სან პაოლოზე".
ორშაბათს პირველ შეხვედრას "ფიორენტინაც" გამართავს, "კატანიას" უმასპინძლებს და სერია A-ს პირველი ტურიც ამით დასრულდება.
მარიო გომესი? - დიახ, ჯუზეპე როსისთან ერთად, გერმანელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.
იტალია. სერია A. I ტური
24 აგვისტო
ვერონა-მილანი 20.00
დისკვალიფიკაცია: მუნტარი (მილანი).
ტრავმა: აუგუსტინი, რაგაცუ - პაცინი, ბონერა, ვერგარა, საპონარა, ანტონინი, გაბრიელი, ტრაორე.
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=3-4, (10-14)
სამპდორია-იუვენტუსი 22.45
დისკვალიფიკაცია: რიგონი, რენანი (სამპდორია).
ტრავმა: მარკიზიო, პეპე (იუვენტუსი).
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +13=9-6, (40-25)
25 აგვისტო
ინტერი-ჯენოა 20.00
დისკვალიფიკაცია: ბიონდინი, მარკეზე (ჯენოა).
ტრავმა: კივუ, მილიტო, სამუელი, ძანეტი - მათუზალემი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +11=5-3, (37-19)
კალიარი-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: ჯორჯი (ატალანტა).
ტრავმა: კოსუ, პიზანო - ბელინი, ბრიენცა, კაცოლა.
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=7-8, (35-34)
ლაციო-უდინეზე 22.45
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო).
ტრავმა: კონკო, ანდერსონი, ალფარო, პერეირინია, ვინიციუსი - ბრკიჩი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +18=9-11, (74-55)
ლივორნო-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: დე ლუკა (ლივორნო).
ტრავმა: სტროტმანი, დესტრო (რომა).
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=5-4, (7-16)
პარმა-კიევო 22.45
დისკვალიფიკაცია: გალოპა - იმპროტა.
ტრავმა: გალოპა (პარმა).
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=7-5, (24-15)
ნაპოლი-ბოლონია 22.45
დისკვალიფიკაცია: არმერო, ჯემაილი (ნაპოლი).
ტრავმა: ინსინიე - კერუბინი, სორენსენი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=3-8, (31-32)
26 აგვისტო
ტორინო-სასუოლო 22.45
დისკვალიფიკაცია: გაცი, ბარეტო, ჟილე - ბერარდი, ანტეი, ლონგი, მარძორატი.
ტრავმა: მაზიელო - ვალერი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=2-2, (12-8)
ფიორენტინა-კატანია 22.45
დისკვალიფ: ამბროზინი (ფიორენტინა).
ტრავმა: პისარო, აგაცი - პერუცი, ალმირონი, ფრეირე.
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +10=3-3, (26-11)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"