გონსალო იგუაინი: კარლო ანჩელოტის ჩემი შენარჩუნება სურდა

AutoSharing Option
როგორც "კორიერე დელო სპორტს" "ნაპოლის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განუცხადა, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.

25 წლის არგენტინელის თქმით, იტალიელი მას სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობასაც კი ჰპირდებოდა:

"კარლო ანჩელოტის ჩემი შენარჩუნება სურდა და საამისოდ ყველაფერი გააკეთა. სასტარტო შემადგენლობაში თამაშსაც კი დამპირდა, მაგრამ "ნაპოლიში" გადასვლა მყარად მქონდა გადაწყვეტილი.

ჩემი სურვილი იყო, რომ მწვრთნელის განუსაზღვრელი ნდობა და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარული მეგრძნო, ეს კი სწორედ ნეაპოლშია შესაძლებელი.

მე "ნაპოლიში" ვარ იმიტომ, რომ დავწერო ახალი ისტორია, როგორც დიეგო მარადონამ".


ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ხარ გონსალო...
მარადო...
07:30 26-08-2013
0
ჯიგარი ხარ ელ-პიპიტა...
MARADO...
07:28 26-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული