მილანის "ინტერი" "ნაიკისგან" სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"ინტერი" უკვე წლებია, კომპანია "ნაიკთან" თანამშრომლობს და როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, "ნაიკი" "ინტერს" კიდევ მინიმუმ 13 წლის განმავლობაში შემოსავს.

არსებული კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წელი იყო დარჩენილი, ახალი ხელშეკრულებით კი, ვადა კიდევ ათი წლით გაიზარდა. ამ თემაზე კომენტარი "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა:

"კარგია, რომ ძველ პარტნიორებს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა და მომდევნო წლებში გუნდს ისევ "ნაიკი" შემოსავს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კლუბი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს მიიღებს, თანხა კი
სახელფასო ფონდს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ანუ 10 წელიწადში "ინტერი" "ნაიკისგან" 200 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსების გარეშე - წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ზაფხულს სპონსორებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას დიდი ყურადღება დავუთმეთ და სასურველ შედეგებსაც მივაღწიეთ - ეს ყველაფერი სამომავლოდ თუნდაც სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის საშუალებას მოგვცემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული