ვალტერ გარგანო "ნაპოლიდან" "პარმაში" გადავიდა

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვალტერ გარგანო სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ნაპოლიდან" "პარმაში" გადავიდა.

შეთანხმების თანახმად, გარგანო "პარმაში" იჯარით ითამაშებს და თუ "სტადიო ენიო ტარდინიზე" თავს გამოიჩენს, სრულყოფილ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში გარგანო იჯარით მილანის" ინტერში" თამაშობდა. "ნაპოლიში" ფეხბურთელი 2007 წელს "დანუბიოდან" გადავიდა.

ურუგვაელი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მას სანაკრებო პაუზის შემდეგ წარადგენენ, რადგან გარგანოს პერუსა (6 სექტემბერი) და კოლუმბიასთან (10) მატჩები ელის.

ასევე იხილეთ:
ვალტერ გარგანო მილანის "ინტერში" გადადის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული