ინდონეზიელი ინვესტორი მილანის "ინტერში" ვალტერ მაცარის იუპ ჰაინკესით ჩაანაცვლებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" პოტენციურ ინვესტორს სამწვრთნელო გადაადგილება აქვს დაგეგმილი კლუბში.

ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი სულ მალე გახდება "ინტერის" აქციათა დიდი ნაწილის მფლობელი.

ტოჰირი გუნდში მრავალი მილიონის ჩადებას აპირებს, თუმცა ცვლილებებიც განუზრახავს. მას სურს, ვალტერ მაცარი 68 წლის გერმანელი იუპ ჰაინკესით ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ მაცარი ამ ზაფხულს გადავიდა "ნაპოლიდან" "ინტერში" და მისმა გუნდმა ახალი ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო.

მიუნხენის "ბაიერნიდან" ტრიუმფით წასულმა ჰაინკესმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს.

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი მილანის "ინტერს"
ინაწილებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული