"მილანში" მარიო ბალოტელისთვის პერსონალური ფსიქოლოგის აყვანაზე დაფიქრდნენ

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობა დაფიქრდა, ხომ არ აუყვანოს თავქარიან ფორვარდ მარიო ბალოტელის პერსონალური სპორტული ფსიქოლოგი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში დაბრუნებული ბალოტელი, ძირითადად, კარგად იქცეოდა "მანჩესტერ სიტიში" ყოფნისგან განსხვავებით, მაგრამ მე-4 ტურის მატჩში "ნაპოლის" წინააღმდეგ აურია:

მან ჯერ თამაშის მერე წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი - 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. ახლა კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, რადგან ბალოტელი რეფერის მოკვლით დამუქრებია, რის გამოც მას შეიძლება სასჯელი დაუმძიმონ.

ამიტომაც მასიმილიანო ალეგრი ფიქრობს, რომ სანამ სიტუაცია ბალოტელისთან დაკავშირებით უმართავი გახდება, სჯობს, მას ფსიქოლოგი მიამაგრონ.

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი არბიტრს
მოკვლით ემუქრებოდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სურათით თუ ვიმსჯელებთ,ფსიქოლოგი ტყუილად გაირჯება, ან თვითონ გახდება ფსიქოლოგთან მისასვლელი.
giorgi
16:51 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული