იუვე ჯეკოში 30 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"ვოლფსბურგისა" და ბოსნიის ნაკრების ცენტრფორვარდ ედინ ჯეკოს კონტრაქტში უწერია, რომ მისმა მსურველმა 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს და თანაც, უკვე დიდი ხანია, ამ გოლეადორის მსურველებს "ვოლფსბურგისთვის" კონკრეტული წინადადებით მიმართვის ვადა ამოეწურათ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ჯეკომ "ვოლფსბურგი" დატოვოს. იტალიური და გერმანული მედიის ცნობით, ჯეკოს შეძენისთვის ახლა ყველაზე აქტიურად ტურინის "იუვენტუსი" იბრძვის. "ტუტოსპორტი" გუშინდელ გამოცემაში წერდა, რომ "ბებერი ქალბატონი" მზადაა, ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის (23 გოლი) სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იტალიელები წერენ, რომ მომავალ კვირაში "იუვეს"
სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა "ვოლფსბურგის" მენეჯერ დიტერ ჰიონესს შეხვდება და 30 მილიონ ევროსთან ერთად, ჯეკოს სანაცვლოდ საყრდენ ნახევარმცველებს, მომო სისოკოსა და კრისტიან პოულსენსაც შესთავაზებს, რათა კონტრაქტში ჩაწერილი სატრანსფერო თანხა, 40 მილიონი ევრო შედგეს. არადა, ჯეკოს გაყიდვის ბოლო ვადა 31 მაისს იყო და რაკი ბოსნიელის ყიდვა არავინ მოინდომა, "ვოლფსბურგის" შეფებმა თქვეს, რომ ედინი გერმანიაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ჯეკო მას მერეც მუდმივად იმეორებს, რომ ევროპის რომელიმე ტოპ-კლუბში გადასვლა უნდა. "ვოლფსბურგმა" ახალი სეზონისთვის მზადება პირველ ივლისს დაიწყო და 24 წლის თავდამსხმელმა პირველივე ვარჯიშის შემდეგ განაცხადა, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი წინადადების ქონის შემთხვევაში, "ვოლფსბურგი" არ დამაკავებს და გამყიდისო.

"უკვე არსებობს კლუბი, რომელსაც ჩემი შეძენა სერიოზულად უნდა," - თქვა ედინმა და ფაქტია, რომ ხსენებულ კლუბში "იუვენტუსს" გულისხმობდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
like like like
avto
23:07 09-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული