"გაშვებულმა გოლმა ცოტა ამოგვაგდო რიტმიდან, მაგრამ ის მალევე დავივიწყეთ და საბოლოო ჯამში, ძლიერ მეტოქესთან დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
"ფიორენტინა" ძალიან მჭიდროდ თამაშობს და ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებს, მაგრამ სტატისტიკამ ჩვენა, რომ მეტოქის ბურთის ფლობა 52 პროცენტი იყო, რაც მინიმალური სხვაობაა.
მათი საგოლე მომენტები ჩვენი შეცდომების შედეგად შეიქმნა, არადა, ჩვენ გატანა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეგვეძლო, როცა ორი რეალურად სახიფათო კონტრშეტევა გვქონდა.
მე-5 ტურის შემდეგ "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს "ნაპოლისთან" და "იუვენტუსთან" იყოფს. "ნერაძური" ლიდერ "რომას" 2 ქულით ჩამორჩება.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. V ტური: ბედის ღიმილი [VIDEO]