მასიმილიანო ალეგრი: "სამპდორიასთან" უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები "სამპდორიას" მოუგებენ.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში "მილანმა" შვიდი ქულა დაკარგა და სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედა, თუმცა სიტუაციის გამოსწორება აუტსაიდერ "სამპდორიასთან" მოგებითაა შესაძლებელი.

"28 სექტემბერს რთული დაპირისპირება გველის. "სამპდორიას" კარგი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, გუნდი კარგად გამოიყურებოდა "რომასთან" შეხვედრაში.

თუმცა აუცილებლა
დ უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მას შობის დროს გადავხედავთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია", - თქვა მასიმილიანო ალეგრი.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული