იტალიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში "მილანმა" შვიდი ქულა დაკარგა და სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედა, თუმცა სიტუაციის გამოსწორება აუტსაიდერ "სამპდორიასთან" მოგებითაა შესაძლებელი.
"28 სექტემბერს რთული დაპირისპირება გველის. "სამპდორიას" კარგი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, გუნდი კარგად გამოიყურებოდა "რომასთან" შეხვედრაში.
თუმცა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მას შობის დროს გადავხედავთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია", - თქვა მასიმილიანო ალეგრი.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით