არის ვარაუდი, რომ ტრანსფერი უკვე ამ ზამთარს შედგება. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, პოლის გადაბირებით "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფრანგი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და სასტარტო შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. პოლის შესაძლო წასვლაზე კომენტარი "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გააკეთა და ბევრისთვის მოულოდნელად, პოგბას შესაძლო წასვლა არ გამორიცხა:
"შეიძლება თუ არა, რომ პოგბამ დაგვტოვოს? - გამორიცხული ნამდვილად არაა, რადგან
სამწუხაროდ, იტალიაში ჯერ კიდევ ფინანსური კრიზისია და ეს მაშინ, როდესაც ინგლისური, გერმანული, ესპანური და ფრანგული კლუბები ძლიერდებიან. შევხედოთ თუნდაც "მილანს", რომელიც თავის დროზე ევროპული მონსტრი იყო, დღეს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას შენარჩუნება ვერ შეძლო. ეს სამწუხარო რეალობაა და სანამ ვითარება არ გამოსწორდება, კალჩოდან ვარსკვლავთა გადინება არ უნდა გაგვიკვირდეს".
"გაძეტა დელო სპორტი" ვარაუდობს, რომ პოგბას სანაცვლოდ ევროპული გრანდები 40-50 მილიონ ევროს ჩამოდიან, ამ თანხის სანაცვლოდ კი ტურინელებს სწორედაც რომ უღირთ ნიჭიერ ნახევარმცველთან განშორება - თანაც, ტურინულ გრანდს შუა ხაზში ნაკლებად უჭირს და პოგბაში აღებული თანხითაც შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერება.
მოკლედ, პოგბას წასვლის ალბათობა მაღალია და ამაზე ანიელის კომენტარიც მოწმობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პოლ პოგბა: სერია A ფეხბურთის უნივერსიტეტია