მწვრთნელმა განსაკუთრებულად კაკა შეაქო და დასძინა, რომ მისი სახით, გუნდს ნამდვილი ლიდერი ჰყავს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ამით მარიო ბალოტელისაც გაჰკრა კბილი და ირიბად, კიდევ ერთხელ მოუწოდა დაჭკვიანებისკენ.
ალეგრის სიხარულის კიდევ ერთი საბაბი აქვს - როგორც იქნა, სტეფან ელ შაარავიმ ტრავმა მოიშუშა და მზადაა, მოედანს დაუბრუნდეს. "პატარა ფარაონი" სრული დატვირთვით ვარჯიშობს და როგორც
"კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები გახლავთ. კაკა ახლაღა დაგვიბრუნდა, მარიო ბალოტელიმ დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, სტეფან ელ შაარავი, მატია დე შილიო და ჯამპაოლო პაცინი კი ტრავმებმა გააწამეს. საბედნიეროდ, ელ შაარავი გამოჯანმრთელდა და თამაშიც შეუძლია. სტეფანი ძალიან გვაკლდა და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით.
ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომლისთვისაც სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. თუმცა იქამდე "ჯენოასთან" გვიწევს მეტოქეობა, სადაც წაფორხილების უფლება არ გვაქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სკუადრა აძურა" დაირაზმა, წინ კლასიკაა...