როზეტიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
იტალიელმა რობერტო როზეტიმ სამსაჯო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, მან სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე იმუშავა და მერვედფინალში არგენტინას მექსიკასთან თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა.

"გულახდილად ვამბობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ამ შეცდომას არ გამოუწვევია. შესანიშნავი კარიერა გავატარე, 13 წელი სერია ა-ში ვიმსაჯე, მიწვეული ვიყავი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე და განვსაჯე ჩემპიონთა ლიგის სამი ნახევარფინალი.

მივიღე საინტერესო წინადადება და კარიერას სერია ბ-ს სამსაჯო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განვაგრძობ. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - აცხადებს როზეტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე სტაბილური და გაწონასწორებული მსაჯი :ს ცუდია
giorgi buachidze
12:59 09-07-2010
0

სიახლეები პოპულარული