კარლო ანჩელოტი: დავბრუნდები თუ არა "მილანში"? რატომაც არა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "მილანში" დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ცნობილ იტალიელ სპეციალისტს კითხვა ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობაზეც ჩამოუგდეს.

"ჩავუდგები თუ არა სათავეში ოდესმე იტალიის ნაკრებს? ვინ იცის... თუმცა დღეს ვმუშაობ კლუბში და ეს საქმე მომწონს", - თქვა ანჩელოტიმ, რომელსაც სამომავლოდ "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელად ბევრი მოიაზრებს.

ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ "მილანში" უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი სულაც არ აქვს. კარლო ასევე დარწმუნებულია, რომ "როსონერის" ყოფილ ნახევარმცველ კლარენს ზეედორფს, რომელსაც მილანური გუნდის თავკაცად მოიაზრებენ, შეუძლია დიდი მწვრთნელი გახდეს.

"დავბრუნდები თუ არა "მილანში"? რატომაც არა! ამ კლუბში მუშაობას ყოველთვის დავთანხმდები.

რაც შეეხება ზეედორფს, ვფიქრობ, მას შეუძლია გახდეს დიდი მწვრთნელი. საერთოდ კი, ამ კუთხით, ნახევარმცველებს ახალ პროფესიასთან შეგუება უადვილდებათ",
- აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს La Gazzetta dello Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული