ცნობილ იტალიელ სპეციალისტს კითხვა ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობაზეც ჩამოუგდეს.
"ჩავუდგები თუ არა სათავეში ოდესმე იტალიის ნაკრებს? ვინ იცის... თუმცა დღეს ვმუშაობ კლუბში და ეს საქმე მომწონს", - თქვა ანჩელოტიმ, რომელსაც სამომავლოდ "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელად ბევრი მოიაზრებს.
ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ "მილანში" უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი სულაც არ აქვს. კარლო ასევე დარწმუნებულია, რომ "როსონერის" ყოფილ ნახევარმცველ კლარენს ზეედორფს, რომელსაც მილანური გუნდის თავკაცად მოიაზრებენ, შეუძლია დიდი მწვრთნელი გახდეს.
რაც შეეხება ზეედორფს, ვფიქრობ, მას შეუძლია გახდეს დიდი მწვრთნელი. საერთოდ კი, ამ კუთხით, ნახევარმცველებს ახალ პროფესიასთან შეგუება უადვილდებათ", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს La Gazzetta dello Sport-ი.