ჯუზეპე მაროტა: ახალ ფეხბურთელებს არ ელოდოთ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტურინული გრანდის მესვეურები არა ახალი ფეხბურთელების გადაბირებაზე, არამედ წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე იმუშავებენ.

ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი: "არტურო ვიდალთან გავაფორმეთ ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ჩილელი ჩვენთან 2017 წლამდე დარჩება. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო, რომელმაც ჩვენი გულშემატკივრები დაამშვიდა. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ცნობები ვიდალის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ხედავთ, მსგავსი არაფერი იგეგმება.

კიდევ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან გვაქვს გასახანგრძლივებელი ხელშეკრულება და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სწორედ ამ მიმართულებით
ვიმუშავებთ. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრეა პირლო გახლავთ, რომელთანაც მოლაპარაკების მაგიდას უახლოეს მომავალში მივუსხდებით.

კონტრაქტი უნდა გავუხანგრძლივოთ ანდრეა ბარცალისაც, რომელსაც "იუვენტუსში" სურს კარიერის დასრულება და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. რაც შეეხება ახალი ფეხბურთელების გადმობირებას - ამის აუცილებლობას, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავი დავიმატეთ და მწვრთნელს ყველა რგოლში დიდი არჩევანი აქვს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო ერთი თვით დაისვენებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული