არგენტინელი "ფიორენტინაში" 1991-2000 წლებში გამოდიოდა და "იების" გულშემატკივარს თავი ისე შეაყვარა, ფლორენციაში ძეგლი მას სიცოცხლეშივე დაუდგეს.
"ძალიან კარგი იქნებოდა "ფიორენტინას" სტრუქტურაში დაბრუნება. რა თანამდებობაზე? საკუთარი თავი მწვრთნელად ჯერ ვერ წარმომიდგენია.
თანაც, გუნდს ჰყავს ვინჩენცო მონტელა, რომელიც თავის საქმეს ბრწყინვალედ უმკლავდება. ვფიქრობ, მისი ძალისხმევა შედეგს მალე გამოიღებს.
ამასთან, მიმაჩნია, რომ კლუბს გარკვეულ სარგებელს მოვუტანდი - თუნდაც მის იმიჯს ვარგებდი, რადგან ფლორენციაში დღემდე მცნობენ.
მზად ვარ, "ფიორენტინაში"