გაბრიელ ბატისტუტა: მზად ვარ, "ფიორენტინაში" დავბრუნდე

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ლეგენდამ, გუნდის ყოფილმა კაპიტანმა გაბრიელ ბატისტუტამ არ დამალა ფლორენციულ კლუბში ნებისმიერი სტატუსით დაბრუნების სურვილი.

არგენტინელი "ფიორენტინაში" 1991-2000 წლებში გამოდიოდა და "იების" გულშემატკივარს თავი ისე შეაყვარა, ფლორენციაში ძეგლი მას სიცოცხლეშივე დაუდგეს.

"ძალიან კარგი იქნებოდა "ფიორენტინას" სტრუქტურაში დაბრუნება. რა თანამდებობაზე? საკუთარი თავი მწვრთნელად ჯერ ვერ წარმომიდგენია.

თანაც, გუნდს ჰყავს ვინჩენცო მონტელა, რომელიც თავის საქმეს ბრწყინვალედ უმკლავდება. ვფიქრობ, მისი ძალისხმევა შედეგს მალე გამოიღებს.

ამასთან, მიმაჩნია, რომ კლუბს გარკვეულ სარგებელს მოვუტანდი - თუნდაც მის იმიჯს ვარგებდი, რადგან ფლორენციაში დღემდე მცნობენ.

მზად ვარ, "ფიორენტინაში"
დავბრუნდე და ნებისმიერი როლი შევითავსო",
- აქვეყნებს ბატიგოლის ნათქვამს Forza Italian Football-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ყველა წერტილიდან შეეძლო გოლის გატანა.
bati goli
23:14 05-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული