ანტონიო კონტე: ხოსეპ გვარდიოლათი აღფრთოვანებული ვარ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღიარა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა იტალიის ნაკრებში და ასევე საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა.

"ეს მშვენიერი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის, რადგან მწვრთნელმა საკუთარი საქმე საკმაოდ მოკლე დროში უნდა შეასრულოს. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ მომავალში ამას გავაკეთებდი.

თანამედროვე მწვრთნელი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ის ყოველდღიურად 27-28 ფეხბურთელთან, სამედიცინო პერსონალთან, დირექტორებთან, ფანებთან და პრესასთან მუშაობს. ყოველთვის სხვადასხვა სტრატეგიაა საჭირო.

პირველ რიგში ტაქტიკას ფეხბურთელებთან მუშაობისთვის ვირჩევ. თითოეული მათგანი თავისებურად უნიკალურია. ზოგიერთი აგრესიულად უნდა გაამხნევო, ზოგიერთს "ტკბილი" სიტყვა უნდა უთხრა, რომ მათ
საბოლოოდ არ ჩამოუშვან ცხვირები.

თუ ჩემს წინაშე რომელიმე გუნდზე დაკვირვების არჩევანი დადგება, "ბაიერნს" ავირჩევდი. ხოსეპ გვარდიოლათი აღფრთოვანებული ვარ",
- თქვა კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული