მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა "გალათასარაის" წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
თურქული "გალათასარაის" წარმომადგენლები "მილანის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდნენ, რათა მილანურ კლუბში ფეხბურთელის მომავალი გაერკვიათ.

"ევროსპორტის" ცნობით, "გალათასარაი" მზადაა, იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად ის თანხა გაიღოს, რაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში მონაწილეობით გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, "მილანი" მზადაა, გამოეთხოვოს ბალოტელის, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

მარიომ "მილანში" გატარებული ერთი წლის განმავლობაში, ყველა ტურნირზე გამართულ 21 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული