"ევროსპორტის" ცნობით, "გალათასარაი" მზადაა, იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად ის თანხა გაიღოს, რაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში მონაწილეობით გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, "მილანი" მზადაა, გამოეთხოვოს ბალოტელის, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.
მარიომ "მილანში" გატარებული ერთი წლის განმავლობაში, ყველა ტურნირზე გამართულ 21 მატჩში 20 გოლი გაიტანა.