ფრანჩესკო ტოტი: ტურინის "იუვენტუსთან" მხოლოდ გამარჯვება გვინდა

AutoSharing Option
"რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსთან" მატჩში სამი ქულის აღებას გეგმავს.

გუნდები ერთმანეთს 5 იანვარს შეხვდებიან.

"ამ სეზონში საუკეთესოები დავამარცხეთ. ამ სიაში მხოლოდ "იუვენტუსი" არაა. ფრე არავის სურს, ყველას მოგება გვინდა.

ვფიქრობ, ინდივიდუალურად მეტოქეს ვჯობივართ, მაგრამ "იუვენტუსი" ძლიერია, როგორც გუნდი. განსხვავება ისაა, რომ ისინი კარგად შეთამაშებულები არიან და ბევრი ტიტული მოიგეს.

რომაული დერბი უნიკალური მოვლენაა, მაგრამ ჩემთვის "იუვენტუსთან" მატჩი მეორე დერბივითაა.

როცა მარკინიოსი, ლამელა და ოსვალდო "რომადან" წავიდნენ, ვინერვიულე ამის გამო. ისინი ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ
ახლა ვხედავ, რომ ვინც ისინი ჩაანაცვლა, უფრო მეტ სარგებელს გვაძლევენ",
- თქვა ტოტიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული