როგორც Sky Italia იუწყება, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა 20 წლის ფრანგ ფეხბურთელსა და მის აგენტთან თათბირობს, რათა ხანგრძლივვადიანი შეთანხმება გააფორმოს.
თანაც, "იუვენტუსს" ამით სურს, თავი დაიზღვიოს პოგბას დაკარგვის შესაძლებლობისგან, რომლის მიმართ აქტიურ ინტერესს პსჟ იჩენს.
წყაროს ცნობით, პოგბა იტალიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არაა და სავარაუდოდ, შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.