"ძალიან მიხარია აქ ყოფნა. "მილანში" 10 ნომერი ჩემი ოცნებაა, რომელიც რეალობა გახდა.
მინდა ჩემი ძალები მოედანზე დავამტკიცო. მთელი თვე არ მითამაშია, ამიტომ გარკვეული დრო დამჭირდება, რომ საჭირო კონდიციები აღვიდგინო.
მინდა "მილანთან" ერთად ჩემპიონი გავხდე. არც ჩემპიონთა ლიგა მავიწყდება", - თქვა ჰონდამ.
შეგახსენებთ, რომ ჰონდა "მილანში" ცსკა-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.