ლუჩანო სპალეტი: "მილანი"? რატომაც არა!

AutoSharing Option
რუსეთში გადაბარგებამდე ლუჩანო სპალეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას უამრავი მსურველი ჰყავდა. მაშინ სპალეტიმ "ზენიტი" აირჩია, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მზადაა გუნდი გამოიცვალოს და უფრო პრესტიჟულ ჩემპიონატს, კერძოდ კი, სამშობლოს და სერია A-ს დაუბრუნდეს.

ალბათ იცით, რომ სპალეტის აქტიურად უკავშირებენ "მილანს" და თავად სპეციალისტმაც სულაც არ გამორიცხა "როსონერიში" გადაბარგება. მეტიც, ისიც თქვა, ზუსტად ეს პერიოდი იქნება ახალი მწვრთნელისთვის იდეალური გუნდის ჩასაბარებლად, რადგან მან სიტუაციის დალაგება მოასწროს და მომავალ სეზონს უკვე მომზადებული შეხვდესო.

"მწვრთნელისთვის, ალბათ, ეს იდეალური დროა "მილანში" მისასვლელად. ყველას
ესმის, რომ გუნდში მთელი რიგი ცვლილებები უნდა მოხდეს, ეს აუცილებელია. ერთი ციკლი დასრულდა, დროა, დაიწყოს სხვა, ახალი. "ზენიტთან" კონტრაქტი 2015 წლამდე მაქვს, მაგრამ ფეხბურთში სიტუაცია მალე იცვლება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, გამორიცხული არაფერია.

რატომ გგონიათ, რომ მარიო ბალოტელისთან მუშაობა არ მინდა? მისთვის რამდენიმე რჩევა მაქვს. იგი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. უბრალოდ, სწორად ხელმძღვანელობა და მიდგომა სჭირდება"
- აღნიშნა 54 წლის სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე ზენიტს რააა?
giorgo
16:48 09-01-2014
0
ზენიტს **** )))
Pique
17:29 09-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული