მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "უდინეზესთან" (0:1) იტალიის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა, თუმცა "ინტერი" ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამიტომ ექსპერიმენტებს მივმართავთ.
პირველ ტაიმში ცოტა შებოჭილები ვიყავით და ზოგჯერ "უდინეზეს" პრესინგსაც ვერ ვუმკლავდებოდით. შედეგი სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
გავიმეორებ, "ინტერი" შენების პროცესშია. სულ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ბევრი ფრე ვითამაშეთ. ამის მიუხედავად, ამ გუნდს სული გააჩნია. ერთი წლის განმავლობაში ყველაფრის მიღწევას ვერ შევძლებთ", - თქვა მაცარიმ.
მომზადებულია RAI Sport-ის მიხედვით
15:32 10-01-2014
მილანის "ინტერი" იტალიის თასიდან გავარდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული