მილანის "ინტერი" იტალიის თასიდან გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "უდინეზესთან" (0:1) იტალიის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა, თუმცა "ინტერი" ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამიტომ ექსპერიმენტებს მივმართავთ.

პირველ ტაიმში ცოტა შებოჭილები ვიყავით და ზოგჯერ "უდინეზეს" პრესინგსაც ვერ ვუმკლავდებოდით. შედეგი სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

გავიმეორებ, "ინტერი" შენების პროცესშია. სულ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ბევრი ფრე ვითამაშეთ. ამის მიუხედავად, ამ გუნდს სული გააჩნია. ერთი წლის განმავლობაში ყველაფრის მიღწევას ვერ შევძლებთ"
, - თქვა მაცარიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია RAI Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული