"მილანმა" ყოფილ ფეხბურთელთან, კლარენს ზეედორფთან, რომელიც ამჟამად "ბოტაფოგოს" ნახევარმცველია, კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომლის მიხედვით, 37 წლის ჰოლანდიელი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.
"როსონერი" ზეედორფთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2016 წლამდე იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ Sportmediaset-ი იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი "მილანიდან" "სასუოლოსთან" (3:4) მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.