"ბოლონიამ" გიორგი ჭანტურიას შვედი ამჯობინა?

AutoSharing Option
იანვარში ინტენსიურად განიხილებოდა გიორგი ჭანტურიას ტრანსფერი იტალიურ "ბოლონიაში". ამის შესახებ თავად ქართველი შემტევის აგენტი კარლო კავალიერი საუბრობდა და ამბობდა, რომ ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია.

თუმცა 1 კვირის გასვლის შემდეგ ახალი არაფერი ისმის, 31 იანვარს კი სატრანსფერო ფანჯარა იხურება. 30 იანვარს "ბოლონიამ" "მალმიოდან" 27 წლის შვედი შემტევი ნახევარმცველი ერიკ ფრიბერგი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ შვედს ნომერ 11 მაისურა გადასცეს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ 20 წლის ქართველის ტრანსფერი სერია A-ს ამ კლუბში ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას არნემის "ვიტესთან" 2014 წლის ივნისამდე აქვს
კონტრაქტი. დღეისათვის მისი სატრანსფერო ფასი 1-1,3 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგან მასე გააგრძწელოს მარიაჟი და მალე
ჩიხურაში გაჩარხავს კონტრაქტს
joze
18:28 31-01-2014
0
რავიცი ტვინი კი გამოგვიჭედეთ სერია ა-ში გადადის და აშენდა ქართული ფეხბურთიოდა
giorgi
19:05 31-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული