მე-18 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ჩირო იმობილე დრიბლინგით შეიჭრა მილანელთა საჯარიმოში და დაბალ კუთხეში გაიტანა.
50-ე წუთზე ანგარიში "ვალენსიადან" გადასულმა ადილ რამიმ გაათანაბრა, ფრანგმა სალი მუნტარის პასით გაიტანა - 1:1, შეხვედრაც ასე დასრულდა.
"ტორინო" 33 ქულით მე-6 ადგილზეა, "მილანს" 29 ქულა აქვს და მხოლოდ მეცხრეა ჩემპიონატში.