აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თავად ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა და აცხადებს, რომ მისი კლიენტით რამდენიმე არაიტალიური კლუბი, მათ შორის, "არსენალია" დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ მილანელთა პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს ხსენებულ აგენტთან და მიმდინარე სეზონში ბალოტელისაც ხშირად აკრიტიკებს.
ასე რომ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "არსენალი" ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება ახალგაზრდა იტალიელის ხელში ჩასაგდებად.
მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით