ანტონიო კონტე ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მესვეურებს ანტონიო კონტესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ და საამისოდ, ყველაფერს აკეთებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ტურინელებმა უკვე შესთავაზეს ანტონიოს ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით. ამას კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ადასტურებს:

"ანტონიოს კონტრაქტს ვადა 2015 წელს უსრულდება და ჩვენი მიზანი მისი კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივებაა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ანტონიოს გაუმჯობესებული პირობები ექნება და იმედია, შეთანხმების მიღწევა არ გაგვიჭირდება. კონტეს აქვს თავისი მოთხოვნები და ამ თემაზე მასთან კიდევ გვექნება შეხვედრა"
.

რა მოთხოვნებზეა ლაპარაკი? - როგორც "გაძეტა" გვაუწყებს, საქმე არა, ვთქვათ, ხელფასის ოდენობას,
არამედ სატრანსფერო ბიუჯეტს ეხება. ანტონიო ტრანსფერებისთვის მეტი თანხის გამოყოფას ითხოვს და ეს საკითხი კლუბის მესვეურებთან შესათანხმებელი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული