ზაფხულში პოლ პოგბასთვის "პსჟ" , "რეალი" და "ჩელსი" იბრძოლებენ

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირება ძალიან სურთ მადრიდის "რეალს", ლონდონის "ჩელსისა" და ფრანგულ პსჟ-ს.

პარიზული კლუბი 20 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს არც მალავს და იტალიური წყაროს მტკიცებით, მათ უკვე გამზადებული აქვთ 70 მილიონი ზაფხულისთვის.

როგორც ცნობილია, პოგბას სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა, ხოლო მისი აგენტის მტკიცებით მსურველ გუნდს მასში 100 მილიონი ევროს გა
დახდა მოუწევს.

ასე, რომ დიდი შანსია ზაფხულში პოგბას ხელში ჩასაგდებად ზემოთ ხსენებული კლუბების გარდა, კიდევ რამდენიმე ევროპულმა გრანდმა იბრძოლოს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ტურინელთა რიგებს 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ფაქტია, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში "ბებერი ქალბატონი" ფინანსურად ძალიან დიდ მოგებას ნახავს.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის პოგბამ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი ანგარიშზე მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული