მოჯის კასანო იუვესთვის მოსწონს

AutoSharing Option

ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, კვლავ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელი რომ ვიყო ანტონიო კასანოს უპრობლემოდ შევიძენდიო. 28 წლის თავდამსხმელს ოქტომბერში „სამპდორიას“ პრეზიდენტთან რიკარდო გარონესთან კონფლიქტი მოუვიდა და მას მერე გარიყულია. ბოლო ცნობები ასეთი გახლავთ: „სამპდორია“ ფეხბურთელთან კონტრაქტის ხელახლა დადებას ითხოვს და საამისოდ ვადაც აქვს დათქმული - პარასკევამდსე იცდის, კასანოს აგენტები კი გადავადებას ითხოვენ. 

ნეაპოლის რადიო „კის კისთან“ ლაპარაკში მოჯიმ თქვა, რომ ის კასანოს „იუვენტუსში“! კარიერის თავიდან აწყობის შანსს მისცემდა. „მე მას ვიყიდდი - თქვა „ბებერი ქალბატონის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა - ანტონიო გახლავთ ფეხბურთელი, რომლის თამაშიც

ძალიან მიყვარს. გახსოვთ, როგორი იყო მარადონას დროინდელი „ნაპოლი“? იქ, ბევრი მაღალი დონის ჩამშლელი და დიეგო თამაშობდნენ. იმ გუნდმა მრავალი ტიტული მოიპოვა“.

და რას ფიქრობს თავად „იუვენტუსი“? ოფიციალურად, თითქოს, არაფერს, არაოფიციალურად კი, ამბობენ, რომ მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი და დირექტორი ბეპე მაროტა მისი გადაბირების ვარიანტებს ამუშავებენ. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, ტურინში კარგად ესმით, რომ იანვარში კასანოს ყიდვამ შესაძლოა „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას სულ სხვა ელფერი შესძინოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული