"ლაციოს" 17 წლის ახალწვეული სინამდვილეში 41 წლის ყოფილა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ახალწვეულმა ჟოზეფ მანილამ, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, 17 წლის უნდა ყოფილიყო, თავისი ნამდვილი ასაკი გაამხილა.

მან განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი კლუბთან, რათა ფული გაეგზავნა ახლობლებისთვის აფრიკაში და სწორედ ამიტომ დამალა რეალური ასაკი.

"მე არ ვარ 17 წლის. რაც შეიძლება მალე მჭირდებოდა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება, რათა ფული გამეგზავნა ჩემი ოჯახისთვის, რომელიც აფრიკაში დარჩა.

აგვისტოში 42 წლის გავხდები. მე იმედი მაქვს, რომ "ლაციოში" დავრჩები", - აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს senego.net.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელს გავუჯეროთ თქვენ თუ ამათ: worldsport.ge თქვენ ორიდან ერთ-ერთმა ინგლისური ან იტალიური უკეთესად უნდა ისწავლოს! ისე მარტო თუნდაც google -ს ლექსიკონით ფინს ვერ გახვალთ და სულ ასე ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას გაავრცელებთ!
ჯოზეფ მინალა
17:29 13-02-2014
0
ჩვენს ნაკრებშიც ეგეთი ტიპები ხომ არ თამაშობენ, თუ იცის ვინმემ? შედეგების მიხედვით ეგრე ჩანს.
jimsheri
17:41 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული