"ლაციო": ყველას გიჩივლებთ, ვისაც არ გჯერათ, რომ მინალა 17 წლისაა

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კამერუნელმა ფეხბურთელმა ჟოზე მარი მინალამ, რომელიც იანვრიდან რომის "ლაციოს" წევრია.

ოფიციალური ინფორმაციით, კამერუნელი ფეხბურთელი 17 წლისაა, მაგრამ... იანვარში, როდესაც "ლაციოს" სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი მინალას ფოტო გამოქვეყნდა, ბევრი შეეჭვდა მისი ასაკის სისწორეში. მართლაც, მინალა გაცილებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურება და სულ არ ჰგავს თინეიჯერს.

ცეცხლზე ნავთი დაასხა სენეგალელმა ჟურნალისტმა ლამინე სამბმა, რომელმაც Senego.net-ზე მინალას ცრუ ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელი თითქოს აღიარებს, რომ სინამდვილეში 41 წლისაა, ტყუილი კი იმისთვის დასჭირდა, რომ აფრიკაში ოჯახისთვის სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა ფული.

ამას კი "ლაციოს"
ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვა: იტალიური კლუბი იმუქრება, რომ ყველას უჩივლებს, ვინც მინალას ასაკში ეჭვს შეიტანს.

"ლაციო" ყველანაირად შეეწინააღმდეგება, ვინც კი გაბედავს და ჩრდილს მიაყენებს კლუბის პრესტიჟს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ლეგალური გზით მოვკითხოთ ყველას, ვინც კი ეჭვს შეიტანს ფეხბურთელისა და კლუბის სიმართლეში".

ინტერვიუ უარყო თავად მინალამაც, ხოლო მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ასე იმიტომ გამოიყურება, აფრიკაში ძნელი ბავშვობა ჰქონდა; რომ დაელაპარაკოთ, მიხვდებით, რომ მართლა 17 წლის ბავშვიაო.

ასევე იხილეთ:
"ლაციოს" 17 წლის ახალწვეული სინამდვილეში 41 წლის ყოფილა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გაიგებ ამის წლოვანებას, თუ არ გადახერხე:–)))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული