დღის კარიკატურა: გონსალო იგუაინი მარადონას გვირგვინს უმიზნებს

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის სახალისო კარიკატურას - შესაბამისი ინტერპრეტაციით აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე.

ამჯერად ომარ მომანის დაცინვის ობიექტი არგენტინელი გონსალო იგუაინია. გთავაზობთ შესაბამის კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს.

არგენტინელმა გონსალო იგუაინმა საკუთარ თავს ამოცანა დაუსახა. მას სურს, დიეგო მარადონას მსგავსად, არგენტინის ნაკრებს 2014 წლ
ის ბრაზილიის მუნდიალის მოგებაში დაეხმაროს და შემდეგ "ნაპოლისთან" ერთად სერია A-ს ჩემპიონი გახდეს.

"ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. მე მსურს გავაკეთო ის, რაც გააკეთა მარადონამ, როდესაც ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მერე კი სკუდეტო. ის 1986 წელს მექსიკაში, არგენტინასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლოს ერთი წლის შემდეგ, "ნაპოლისთან" ერთად, სერია A-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თუ მე შევძელი ამის გაკეთება, ეს ნამდვილად ჩემი საბოლოო ოცნება იქნება. მსურს ნეაპოლში კიდევ დიდი ხნით დავრჩე - ვაპირებ, აქ მეფე ვიყო",
-  განუცხადა იგუაინმა Gazetta dello Sport-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასაცილოზე ბევრად მეტია. იგუაინი და მარადონა. ალბათ ქართული მულტფილმების მოყვარულია და სიზმრებიც მეფური ჰქონია. სულ გამოჩერჩეტდნენ ეს ფიფა და უეფა მესის და რონალდოს რომ აძლევენ ოქროს ბურთებს. თურმე ფეხბურთის მესია ნეაპოლში ბინადრობს. გეშინოდეს მსოფლიო, წელს რა გეგმები დაულაგებია ამ "პელე-მარადონას".
"sainteresoa"
15:34 14-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული