როგორც CNN-ის კორესპონდენტი ტანკრედი პალმიერი იუწყება, ამ ქირურგიული ჩარევის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე მსგავსი ტიპის ოპერაციები მხოლოდ გვამებზე ჩატარებულა.
გასული წლის აგვისტოში კივუს პირველი ოპერაცია მარჯვენა ფეხზე ჩაუტარდა. კივუს აგენტის თქმით, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველს ერთი მატჩიც არ უთამაშია. მისი კონტრაქტი "ინტერთან" მიმდინარე წლის ივნისში იწურება, თუმცა გათვალისწინებულია მისი ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია.