კრისტიან კივუს ოპერაციას გაუკეთებენ, აქამდე მხოლოდ გვამებზე რომ ჩატარებულა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მცველ კრისტიან კივუს უახლოეს მომავალში მესამე ოპერაციას გაუკეთებენ ფეხის თითების მყესებზე.

როგორც CNN-ის კორესპონდენტი ტანკრედი პალმიერი იუწყება, ამ ქირურგიული ჩარევის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე მსგავსი ტიპის ოპერაციები მხოლოდ გვამებზე ჩატარებულა.

გასული წლის აგვისტოში კივუს პირველი ოპერაცია მარჯვენა ფეხზე ჩაუტარდა. კივუს აგენტის თქმით, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველს ერთი მატჩიც არ უთამაშია. მისი კონტრაქტი "ინტერთან" მიმდინარე წლის ივნისში იწურება, თუმცა გათვალისწინებულია მისი ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მკვდარს მყესების ოპერაცია რაში სჭირდება? სათაური მაინც შეარჩიეთ.
kola
15:44 14-02-2014
0
მკვდარს მყესების ოპერაცია რაში სჭირდება? სათაური მაინც შეარჩიეთ.------------------მკვდარს კი არ ჭირდება,ექიმებს ჭირდებათ პრაქტიკის გასავლელეად...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული