ბაბაკარი ბალოტელი არ არის

AutoSharing Option
„ფიორენტინას“ 17 წლის თავდამსხმელი ხუმა ბაბაკარი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ მარიო ბალოტელისთან შედარებამ დაღალა და ცოტა გააბრაზა კიდეც. სენეგალელმა იტალიის თასის მეოთხე ეტაპზე ჯერ „რეჯინას“ გაუტანა - „იებმა“ 3:0 გაიმარჯვეს - მერე კი ჟურნალისტებს შეხვდა და როდესაც ისევ ბალოტელი უხსენეს, თქვა:

„ძალიან არ მსიამოვნებს ასეთი შედარების მოსმენა. მე კარგი ბიჭი ვარ!“

შემდეგ ბაბაკარს „რეჯინასთან“ თამაშის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ძალიან გამიხარდა გოლი რომ გავიტანე. მინდოდა კიდევ უფრო მეტიც გამეკეთებინა. ბედნიერი ვარ მიჰაილოვიჩი ჩემს პროგრესს ძალიან რომ აკვირდება. ეს ყურადღება მეხმარება“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული