კარაჩიოლო ნეაპოლის გზაზე

AutoSharing Option
„ბრეშას“ პრეზიდენტი ჯინო კორიონი მზად არის საიანვრო ბაზრობისთვის მოემზადოს და ანდრეა კარაჩიოლო „ნაპოლის“ მიჰყიდოს. მას მერე, რაც სეზონის დასაწყისში კრსტიანო ლუკარელიმ მუხლი სერიოზულად იტკინა, ნეაპოლის გუნდი გაძლიერებას ეშურება. როდესაც ჟურნალისტებმა კარაჩიოლოსა და „ნაპოლის“ თემაზე ჰკითხეს, კორიონიმ მიუგო:

„ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დავიწყოთ. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ტექნიკურად ლუკა ტონის სჯობს, თან, ჯერ 30 წლისა არ არის. ერთი სიტყვით, მაღალი დონის კლუბში სათამაშოდ ანდრეა ყოველმხრივ მზად არის“.

აი, ფასზე კი „ბრეშას“ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, ამიტომაც მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ,
რას წერენ იტალიური გაზეთები. მათი ვარაუდით, ანდრეა კარაჩიოლოში ბრეშელები 10 მილიონ ევროს მოითხოვენ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული