სნეიდერი სკუდეტოს უმიზნებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მილანელთა ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნეიდერი მაინც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი „სკუდეტო“ს მოიპოვებს. იტალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერს, „მილასნს“ 7 ქულით ჩამორჩება. „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სნეიდერმა თქვა:

„მოდი, იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ზედიზედ ორი თამაში მოვიგეთ. ახლა მთავარია „ლაციოსაც“ ვაჯობოთ. ზედიზედ სამი გამარჯვება უკვე სხვა იქნება. რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენ დღეს „სკუდეტოზე“ კი არ ვფიქრობთ, არამედ ამ კონკრეტული თამაშის მოგებაზე. თუ
მოვიგებთ, შესაძლოა 7 ქულიანი სხვაობა შევამციროთ და აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მშვიდად წავიდეთ“.

შემდეგ სნეიდერს „ფრანს ფუტბოლის“ ოქროს ბურთზე ჰკითხეს. ჰოლანდიელმა უპასუხა: 

„იმედი მაქვს ხმის მიცემის წინ ჟურნალისტები მთელს გასულ სეზონს გაიხსენებენ. „ინტერთან“ ერთად მოპოვებულ სამ ჯილდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანმილი 5 გოლი და ფინალში გასვლა დაამატეთ... დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი „ოქროს ბურთის“ ჰოლანდიელ ლაურეატებს იოჰან კრუიფსა და მარკო ვან ბასტენს“.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული