ინტერი სწორად მოიქცაო

AutoSharing Option
"ინტერისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იურგენ კლინსმანი მიიჩნევს, რომ მილანურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის მიწვევით მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

"პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჟოზე მოურინიოს იდეალური შემცვლელი მოუძებნა. ბენიტესს ახალ თანამდებობაზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მისნაირი კომპეტენტური სპეციალისტი თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში სულ რამდენიმეა. "ინტერმა" გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, რამაც უზომოდ გამახარა. მჯერა, ბენიტესის მოღვაწეობაც წარმატებული აღმოჩნდება", - ამბობს კლინსმანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული