ჩემპიონატს მორატისთვის მოვიგებთ

AutoSharing Option
"ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებას შეძლებს და ამით ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით გულდაწყვეტილ მასიმო მორატის ხასიათს გამოუკეთებს.

"ფაქტია, რომ ბოლო მატჩებში ცუდად ვითამაშეთ და წარუმატებლობებიც ლოგიკურად ვიწვნიეთ. თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია, "ინტერი" ყველა ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობს, ახლა კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ჯილდო ჩვენს კოლექციაში ჯერ არაა და მჯერა, რამდენიმე დღეში იგი "ინტერისა" გახდება. ჩვენს პრეზიდენტს ჩემპიონობა ძალიან უნდა და ამ გამარჯვებას სწორედ მას მივუძღვნით", - ამბობს ვეტერანი არგენტინელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული