ძანეტი მეორე ვარსკვლავს ელის

AutoSharing Option
"ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"მალე 37 წლის გავხდები, მაგრამ ფეხბურთს მანამ ვითამაშებ, სანამ "ინტერის" მაისურზე ორი ვარსკვლავი არ გამოისახება. ამისთვის 20 სკუდეტოა საჭირო, ჩემს კლუბს კი 18 უკვე მოპოვებული აქვს. რაღა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს წასვლით ბევრი დავკარგეთ, მაგრამ რაფაელ ბენიტესიც ჩინებული სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინსვლა მისი ხელმძღვანელობითაც გაგრძელდება. მიხარია, რომ დიეგო მილიტომ დარჩენა გადაწყვიტა. იმედია, არც მაიკონი წავა. ვწუხვარ, რომ ფრანჩესკო ტოლდომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა", -
ამბობს ვეტერანი არგენტინელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული